15, დეკემბერი 2017 14:08:00
წარმომადგენლობითი ხარჯიდან გაწეული ათობით ათასი ლარი მეგობრებისა და აქტივისთვის - აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკრიტიკებს. ლაშა ადამია საჯაროდ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯისთვის პირველი იანვრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით 145 ათას ლარზე მეტია გახარჯული, აქედან კი 103 ათას ლარზე მეტი სარესტორნო ხარჯია, საიდანაც 4 000 ლარი მხოლოდ მინერალური წყლის შესაძენადაა გადახდილი. საჩუქრებისა და სხვა მომსახურებისთვის კი ამავე პერიოდში გაწეული ხარჯი 37 ათას 400 ლარია. ადამია ასევე აღნიშნავს, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა საჯარო ინფორმაციაში არ განმარტა, თუ რა ტიპის შეხვედრები ეწყობოდა რესტორნებში და რა მიზანს ემსახურებოდა. აჭარის მთავრობაში განაცხადეს, რომ მსგავს დეტალურ ინფრომაციაზე მოთხოვნა არ ყოფილა. ბესიკ ლილუაშვილის განმარტებით, აპარატმა თანხები მხოლოდ მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობისას დახარჯა.